
გალერეა




ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მხარდაჭერით და ,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი-საქართველოს’’ ორგანიზებით გაიმართა რუსთავის რეგიონალური სესია, რომელის სპონსორიც ლიმონათი ,,ზედაზენი’’ და ენერგეტიკული სასმელი ,,wilder’’-ი იყო.
ლუდსახარში ,,ზედაზენი’’ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტთან და თავისი პროდუქციით ეხმარება მას სესიების ჩატარებაში.
,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი’’ (European Youth Parliament – EYP) უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაარსებიდან (1987 წ.) დღემდე ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთოევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’ მოხარულია,რომ თავისი წვლილი შეაქვს ამ საგანმანათლებლო პროექტში და ეხმარება ახალგაზრდებს უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.