ლუდსახარში ,,ზედაზენის'' საჩუქარი M 1 -მოყვარულებს

მთავარი / სიახლეები / ლუდსახარში ,,ზედაზენის'' საჩუქარი M 1 -მოყვარულებს

გალერეა

25/აპრილი / 2017

ლუდსახარში ,,ზედაზენის'' საჩუქარი M 1 -მოყვარულებს

21 თებერვალს ლუდსახარშ ,,ზედაზენის'' მხარდაჭერით სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში M 1-ის 55-ე ეტაპი ჩატარდა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სპორტის სასახლეში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ქართველი, ამერიკელი,ტაჯიკი, ესპანელი, რუმინელი, სლოვაკი, რუსი, ფინელი, ხორვატი და გერმანელი მებრძოლები იხილა.
ტურნირის მთავარი პრიზი გურამ გუგენიშვილის თასი გადაეცა ამერიკელ სპორტსმენ კენი გარნერს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ გურამის საპატივსაცემოდ რინგზე საქართველოს სახელით გამოვიდა და რუს სპორცმენს ასლანბეკ მუსაევს დამაჯერებელად მოუგო.