შავი "KÖNIG PILSENER" - BITBURGER BRAUGRUPPE-ს ექსკლუზივი საქართველოს

მთავარი / სიახლეები / შავი "KÖNIG PILSENER" - BITBURGER BRAUGRUPPE-ს ექსკლუზივი საქართველოს

გალერეა

18/ნოემბერი / 2017

შავი "KÖNIG PILSENER" - BITBURGER BRAUGRUPPE-ს ექსკლუზივი საქართველოს

საქართველოში გერმანული  ლუდის "König Pilsener"- ის ახალი სახეობის წარმოება დაიწყო. ეს ლუდსახარში  " ზედაზენის " და გერმანული კომპანია “Bitburger Braugruppe”- ს თანამშრომლობის მეორე ეტაპია. გერმანული ლუდის ინდუსტრიის ლიდერი მომხმარებელს შავ  "კიონიგ პილსნერს"  სთავაზობს. 

,,ეს ქართული ლუდის ინდუსტრიისათვისაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა ასეთი დონის საერთაშორისო ლუდის ბრენდის ლიცენზირება ქართული კომპანიისათვის. რა თქმა უნდა, გერმანული მხარე მკაცრად აკონტროლებს მისი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ადარებს მას დუისბურგში წარმოებულ ლუდს. სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც გერმანელი დეგუსტატორების შეფასება ლუდისა "König Pilsener"  წარწერით  MADE IN GEORGIA უფრო მაღალია, ვიდრე გერმანიაში წარმოებული "König Pilsener". რაც  შეეხება  შავი  "König Pilsener"- ის წარმოებას ეს  არის გერმანული შავი ლუდების  აფსოლუტურად  ახალი  სეგმენტი - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’  გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.