ცივი ჩაი გურიელი
უკან
2010 წელს ქართული დაფასოებული ჩაი ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. საქართველოს, როგორც ჩაის წარმოების დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყანას, დიდი ინდსუტრიული პოტენციალი ჰქონდა. გვყავდა დარგის სპეციალისტები და მეცნიერები, მაგრამ არ გაგვაჩნდა საკუთარი წარმოების ჩაის ბრენდი. სწორედ ამიტომ ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 2010 წელს ქართულ ბაზარზე ჩნდება ჩაის ქართული ბრენდი "გურიელი", რომელიც მალევე ხდება პოპულარული საზოგადოებაში. გურიელი თანდათან აფართოებს საკუთარ პროფილს და 2019 წელს მის ოჯახს ოთხი სხვადასხვა არომატის ცივი ჩაი უერთდება. მათ შორის მწვანე ჩაი პიტნის, მწვანე ჩაი ფეიხოასი, შავი ჩაი ატმის და შავი ჩაი ჟოლოთი და ვანილით. პროდუქტის შექმნას თავისი წინაპირობაც აქვს. ჩაის სმასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოსტონური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხშირია შემთხვევა, როდესაც შემოქმედი ადამიანები ცხელ ჩაის ისხამენ, მაგრამ შემოქმედებითი წვის პროცესში მათთვის დრო იმდენად შეუმჩნევლად გადის, რომ ჩაი ცივდება და გემოვნურ თვისებებს კარგავს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ცივი ჩაი გურიელი - ჩაი მათთვის, ვინც ყოველგვარ რუტინაში შემოქმედებითი ელემენტის შეტანას ცდილობს და ვისაც შეუძლია ყველაზე მოსაწყენ საქმეშიც კი, რაიმე სახალისო გამოძებნოს. ის თავიდანვე ცივია და როგორც არ უნდა გაგიტაცოს შემოქმედებითმა საქმიანობამ, გემოს მაინც ბოლომდე შეინარჩუნებს. ასე რომ, თუ ცნობისმოყვარეობა გიღიტინებს, ახალი აღმოჩენები და სამყაროს ნაირფერობის შემეცნება გწყურია, შემოქმედებითი ხუშტურები გაქვს ან უბრალოდ ძალიან გცხელა, ცივი ჩაი დალიე! რატომ? მიზეზი მარტივია - “რატომაც არა?!” რაც შეეხება დამატებით ინგრედიენტებს და შემცველობებს, ფეიხოას არომატი დამატებით შეიცავს: მწვანე ჩაის ექსტრაქტს, მწვანე ჩაის ნატურალურ არომატიზატორს, ნატრიუმის ციტრატს, ფეიხოას ნატურალურ არომატიზატორს, ანტიოქსიდანტს - ასკორბინის მჟავას. ენერგეტიკული ღირებულება: 26კკალ/111კჯ, ცხიმი - 0 გრ, ნახშირწყლები - 6,5 გრ, მათ შორის შაქრები - 6,4 გრ, ცილები - 0 გრ, მარილი - 0 გრ. ატამი დამატებით შეიცავს: შავი ჩაის ექსტრაქტს, შავი ჩაის ნატურალურ არომატიზატორს, მწვანე ჩაის ექსტრაქტს, ატმის კონცენტრირებულ წვენს - 0,6%, ნატრიუმის ციტრატს, ანტიოქსიდანტს - ასკორბინის მჟავას, ატმის ნატურალურ არომატიზატორს. ენერგეტიკული ღირებულება 28კკალ/119კჯ, ცხიმი - 0 გრ, ნახშირწყლები - 6,8 გრ, მათ შორის შაქრები - 6,7 გრ, ცილები - 0,02 გრ, მარილი - 0,01 გრ. ჟოლოს და ვანილის არომატი დამატებით შეიცავს: შავი ჩაის ექსტრაქტს, შავი ჩაის ნატურალურ არომატიზატორს, მწვანე ჩაის ექსტრაქტს, ნატრიუმის ციტრატს, ჟოლოს ნატურალურ არომატიზატორს, ანტიოქსიდანტს - ასკორბინის მჟავას, ვანილის ნატურალურ არომატიზატორს. ენერგეტიკული ღირებულება: 27კკალ/115კჯ, ცხიმი - 0 გრ, ნახშირწყლები - 6,8 გრ, მათ შორის შაქრები - 6,7 გრ, ცილები - 0,01 გრ, მარილი - 0,01 გრ. და ბოლოს პიტნის არომატი დამატებით შეიცავს: მწვანე ჩაის ექსტრაქტს, მწვანე ჩაის ნატურალურ არომატიზატორს, ნატრიუმის ციტრატს, ანტიოქსიდანტს - ასკორბინის მჟავას, პიტნის ნატურალურ არომატიზატორს. ენერგეტიკული ღირებულება: 26კკალ/111კჯ, ცხიმი - 0 გრ, ნახშირწყლები - 6,5 გრ, მათ შორის შაქრები - 6,4 გრ, ცილები - 0 გრ, მარილი - 0 გრ.
ინგრედიენტები
მჟავ. რეგულატორი
ნაჯერი ცხიმები
წყალი, შაქარი
ლიმონმჟავა
0გ
ხელმისაწვდომია:

0.5 L Pet