სვიანი

უკან

ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: - კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით. „სვიანი" - ძველი ქართული სიტყვაა და ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს სიტყვა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“-დან. ვფიქრობთ, ეს სიტყვა უნდა მოდიოდეს მცენარის სახელწოდებიდან - სვია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე სვე-ბედნიერი.
ალკოჰოლი
4.5%
საუკეთესო ტემპერატურა
საწყისი ექსტრაქტი
ალკ. მოც წილი
ენერგეტიკული ღირებულება
10.4 %
4,5% მოც. 1ლ.
37კკალ/100გრ
ლუდი სვიანი - გიორგი
ლუდი სვიანი - ოთი
ლუდი სვიანი - ლევანი

ხელმისაწვდომია:

50 l
keg
30L Keg
2.5 L Pet
0.5 L Bottle
0.5 L Can

იხილეთ ასევე