გრაფინი
უკან
გრაფინი 2017 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მაშინვე მიიპყრო მომხმარებლის ყურადღება ორიგინალური შეფუთვით. ეს უმაღლესი ხარისხის ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადებული წვენია. ასეპტიკური ტექნოლოგია ითვალისწინებს პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები. მიუხედავად პრემიალური შეფუთვისა გრაფინი არის სასმელი ყველასთვის, ვისაც სურს შეიგრძნოს ხილის მსუბუქი გემო და გამაგრილებელი ეფექტი. ეს არის სასმელი, რომელიც იძლევა ნატურალობის და სიმსუბუქის შეგრძნებას, ამაღლებს განწყობას. კარგია როგორც სადილზე მისაყოლებლად, ასევე უბრალოდ წყურვილის დასაკმაყოფილებლად. განწყობა: ჯანმრთელი, ნატურალური, მზრუნველი, ნოსტალგიური (სოფლის პროდუქტი). გრაფინი მოიცავს 3 სახეობას: ბროწეული, ალუბალი და მულტიხილი. აქედან, ბროწეული დამატებით შეიცავს ვაშლის და ბროწეულის კონცენტრირებულ წვენს. მისი კალორიულობა შეადგენს 44კკალ/187კჯ. ნახშირწყლები - 11,0გ, შაქარი - 6.7გ. ალუბალი შეიცავს ვაშლის და ალუბლის კონცენტრირებულ წვენს. კალორიულობა 43კკალ/183კჯ. ნახშირწყლები - 10,9გ, შაქარი - 9.7გ. მულტიხილი შეიცავს მანდარინის კონცენტრირებულ წვენს. კალორიულობა - 10.9გ, შაქარი - 9.2გ.
ინგრედიენტები
მჟავიანობის რეგულატორი
წყალი, შაქარი, არონიას კონცენტრირებული წვენი, ნატურალური არომატიზატორი
ლიმონმჟავა
ხელმისაწვდომია:

1.0 L Pet