ხარისხის კონტროლი
მთავარი / ხარისხის კონტროლი
„ზედაზენი“ საკუთარი პროდუქციის კონტროლს სუპერთანამედროვე ლაბორატორიით ახორციელებს, რაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხიანობის გარანტიაა. პროდუქციის კონტროლი ხდება როგორც ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მეშვეობით.
„გვაქვს ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით. ეს თანამედროვე აპარატურა საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ როგორც შემოსული ნედლეული, ასევე შუალედური და მზა პროდუქტი.
ხარისხის კონტროლს აქვს თავისი გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ყველა ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი”. „ქართული ლუდის კომპანიაში“ ლიმონათი ნატურალური არომატორებით იწარმოება, გარდა ამისა, პროდუქცია მზადდება 100 %-ით შაქარზე. ანუ, არ ვიყენებთ შაქრის შემცვლელს. თუმცა გვაქვს ასევე ლიმონათი დიაბეტური და დიეტური, სადაც შაქრის შემცვლელი გამოიყენება, მაგრამ ასეთ პროდუქციას აღნიშნულის შესახებ ეტიკეტზე აწერია“. ლუდის მიმართულებით კომპანია ასევე აწარმოებს სალიცენზიო პროდუქციასაც.
ლუდი უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან იწარმოება, ამას ემატება თანამედროვე ტექნოლოგიები და კონტროლი. თუ წარმოებას გადავხედავთ მინიმალიზებულია ადამიანური ფაქტორი, აბსოლუტურად კომპიუტერიზირებულია საწარმო. აქედან გამომდინარე საწარმოს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია“. აღსანიშნავია, რომ „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ყველა სახეობის ლუდში არ ხდება ფერმენტების შერევა. ლუდი 100%-ით ალაოსგან იწარმოება.