ზედაზენი - როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს

მთავარი / სიახლეები / ზედაზენი - როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს

გალერეა

08/აპრილი / 2019

ზედაზენი - როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს

გახსნის დღიდან ქართული ლუდის კომპანიის მოწოდება არის რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია რომლითაც საქართველო იამაყებს. ჩვენი კომპანიის მთავარი ბრენდი ზედაზენია. ის არის პირველი ბრენდი რომლითაც შევედით ბაზარზე და დავიმსახურეთ მომხმარებლების ნდობა. ის ჩვენი კომპანიის სახეა.  2019 წლის აპრილში შესრულდა 7 წელი იმ დღიდან როცა ზედაზენი პირველად გამოვიდა ბაზარზე და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მომხმარებლებისთვის განახლებული ზედაზენი წარგვედგინა განახლებული შეფუთვით და ახალი კამპანიით „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“. ბრენდში განახლდა და გაუმჯობესდა სრულიად ყველაფერი. შეიცვალა ბოთლის ვიზუალი. გაჩნდა მასზე ლოგოს გრავირებები. დაიხვეწა მისი ფორმა. სრულიად შეიცვლა ბოთლის ეტიკეტი.


ზედაზენი საქართველოს გულშემატკივარია. ამ კამპანიით ჩვენ ვამბობთ რომ: იმისათვის რომ ვუგულშემატკივროთ ერთმანეთს, იმისათვის რომ გავახაროთ და გავაბედნიეროთ ერთმანეთი, აუცილებელია რწმენა, რწმენა იმისა რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს! ჩვენ გვჯერა რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს. შესაბამისად როდესაც ვამბობთ რომ ზედაზენი საუკეთესოა, ხაზს ვუსვამთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრენდია ჩვენთვის.


ზედაზენი - როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს. აბა რაა !