სიახლე ლუდი Ragnar-სგან

მთავარი / სიახლეები / სიახლე ლუდი Ragnar-სგან

გალერეა

24/აპრილი / 2019

სიახლე ლუდი Ragnar-სგან

ბრენდი რაგნარი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის მარტში გამოჩნდა და მომხმარებელს თავი მალევე დამაახსოვრა თავის გამორჩეული და ხმაურიანი კამპანიით. ერთი წლის შემდგომ, ლუდ რაგნარის კამპანიაში შვედი მსახიობი დოლფ ლუნდგრენი ჩაერთო. ქართული ლუდის კომპანიამ კამპანიის გაშვება ბრენდის ახალი ხაზის გამოშვებას დაამთხვია -  RagnaR Alcohol Free, რომელიც მხოლოდ შუშის ბოთლის შეფუთვაში და RagnaR Strong, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქილის შეფუთვაში იქნება ხელმისაწვდომი. სამომავლოდ იგეგმება სხვა SKU-ებში დამატებაც.

 

RagnaR Strong ხასიათდება შედარებით მაღალი ალკოჰოლის შემცველობით, - 7.77%, და დაუვიწყარი სკანდინავიური გემოთი. მისი შექმნა განაპირობა მომხმარებლის მხრიდან მაღალ-ალკოჰოლიან ლუდზე მაღალმა მოთხოვნამ. „ქართული ლუდის კომპანიაში“ ვარაუდობენ, რომ „RagnaR Strong“ ბაზარზე საკუთარ ნიშას დაიკავებს მაღალ-ალკოჰოლიანი ლუდის მოყვარულებში.