გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე

მთავარი / სიახლეები / გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე

გალერეა

24/ივნისი / 2014

გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ ინიციატივით, კომპანიის თანამშრომლებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმოყოფოში არსებულ სისხლის ბანკში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლი უანგაროდ გაიღეს. დღეისათვის, იაშვილის კლინიკაში სისხლის გათეთრებით დაავადებული 30 მოზარდი მკურნალობს. ლუდსახარში „ზედაზენის“ თანამშრომლების ინიციატვით, მათ დასახმარებლად მსგავსი ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება. ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს სათამაშოები, სასკოლო ნივთები და ზედაზენის ლიმონათი გადასცა საჩუქრად.