„მომავლის გზის“ აღსაზრდელების სტუმრობა ქარხანაში

მთავარი / სიახლეები / „მომავლის გზის“ აღსაზრდელების სტუმრობა ქარხანაში

გალერეა

27/მაისი / 2015

„მომავლის გზის“ აღსაზრდელების სტუმრობა ქარხანაში

დიზაინერის, ანუკი არეშიძის ინიციატივით, „ზედაზენის“ ქარხანას ბავშვთა სახლის „მომავლის გზის“ აღსაზრდელები ესტუმრნენ. ბავშვებმა წარმოების პროცესი დაათვალიერეს, ნახეს როგორ იქმნება მათი საყვარელი სასმელი და საჩუქრად ლიმონათი „ზედაზენი“ და „ბარამბოს“ ტკბილეულობა მიიღეს. „ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა მომავალი თაობის აღზრის საქმეში. ჩვენი კომპანია გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მსგავს პროექტებს რათა მოხდეს ამ ბავშვების სრულფასოვანი ინტეგრირება საზოგადოებაში.“ – განაცხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა, რომელმაც პირადად უმასპინძლა ბავშვებს.

ვრცლად : https://www.facebook.com