ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საჩუქარი ხევსურებს

მთავარი / სიახლეები / ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საჩუქარი ხევსურებს

გალერეა

27/აგვისტო / 2015

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საჩუქარი ხევსურებს

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და „ხევსურეთის განვითარების ფონდის“ მიერ პირიქითა ხევსურეთში მოეწყო აქცია. აქციის ფარგლებში პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობას დაურიგადათ საკვები პროდუქტები და ქართული ლუდის კომპანიის უგემრიელესი ტრადიციული ლუდი ,,ხევსურული''.
„საქართველოში პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობას, სხვა მაღალმთიანი კუთხეებისაგან განსხვავებით ყველაზე რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, წლის განმავლობაში დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იკეტება გზა, მოსახლეობა მხოლოდ ვეტმფრენის ანაბარად რჩება, რომლიც ამ 7 თვის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ უზრუნველყოფს მათს ტრანსპორტირებას, უჭირთ ტვირთის გადატანა.ზამთრის პერიოდში შატილში მოქმედებს საჯარო სკოლა, რომელშიც ამ ეტაპზე სწავლობს 14 ბავშვი. ზამთარს შატილის თემის სხვადასხვა სოფლებში ზამთარს ატარებს დაახლოებით 30 ოჯახი.“ - აღნიშნავს „ხევსურეთის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ნუნუკა მღებრიშვილი. მისივე თქმით ორგანიზაციამ მიმართა თხოვნით „ქართული ლუდის კომპანიას“ - ლუდსახარშ „ზედაზენს“, - შატილის ზამთარში დარჩენილ მოსახლეობასათვის აღმოეჩინათ დახმარება პირველადი მოხმარების პროდუქტით. შატილში მცხოვრებთათვის არამარტო ამ პროდუქტების შეძენაა პრობლემა, არამედ ტრანსპორტირება, რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდებათ გზის სირთულის გამო.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ „ხევსურეთის მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების“ პროექტის განხორციელების მიზნით 2013 წლის ნოემბერს შატილის თემის მოსახლეობას საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და შატილის საჯარო სკოლას სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა გადასცა საჩუქრად. აქციაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „ბარამბომ“, შატილში მცხოვრებ ყველა ბავშვს გადაეცა ტკბილეულის ნაკრები „ბარამბოსაგან“. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ხევსურების პრობლემებით დაინტერესებისთვის და დახმარებისთვის.

ვრცლად : https://www.facebook.com