გალერეა
სოფლის მაშენებელნი-2013
2013 წლის 28 ნოემბერს კლუბ „ტრიუმფში“ გაიმართა „ჯორჯიან არტ ჰოლდინგის“ მიერ ორგანიზებული მე-10-ე ყოველწლიური ცერემონიალი „სოფლის მაშენებლები“. ორგანიზატორები მთელი წლის განმავლობაში აფასებენ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში შეტანილი წვლილის მიხედვით. აქ შედის როგორც სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო სექტორი, ასევე კომერციული ორგანიზაციები. ნოემბრის შუა რიცხვებში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა პარალელურად, ხდება ორგანიზაციათა იმ ჯგუფის საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება, რომელთაც წლის განმავლობაში მოახერხეს ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში განსაკუთრებული სიტყვის თქმა. ლუდსახარშ „ზედაზენს“ წელს რიგით მეორედ ხვდა პატივი ყოფილიყო დაჯილდოებული „ოქროს მამლით“.
როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენთვის ყოველი დაფასება არის მოტივაცია. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მომხმარებელს, რომელთა დაფასების შედეგად ჩვენს კომპანიას ჰქონდა 40%-იანი ზრდა. ლუდსახარში ზედაზენი გარკვეულწილად სოციალური პროექტიცაა; ჩვენ ვასაქმებთ წეროვანში მხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენი ახალი პროდუქტის - „ხევსურული“-ს ბაზარზე გამოსვლის პარალელურად ჩვენ დავაარსეთ ხევსურეთის დახმარების ფონდი, ვეხმარებით შესაძლებლობის ფაგლებში გაჭირვებულ ადამიანებს, ვასპონსორებთ სხვადასხვა პრექტს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. წლევანდელი სოფლის მაშენებლების ჯილდო ძალზედ სასიამოვნოა რადგანაც ამით ჩვენმა კომპანიამ იგრძნო საზოგადოების მიერ კომპანიის კურსის აღიარება და მხარდაჭერა.“
ვრცლად : https://www.facebook.com