თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტთან
მთავარი / სიახლეები / თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტთანგალერეა
27/აგვისტო / 2017
თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტთან
28 აპრილს , ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.
მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია ფონდში, ყოველთვიურად შეიტანს თანხებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ფონდის მიერ, დადგენილი წესით, მოხდეს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება.
კომპანია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან სტუდენტური პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე და უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკა, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.