მედია - ტურნირი ჯომარდობაში

მთავარი / სიახლეები / მედია - ტურნირი ჯომარდობაში

გალერეა

21/სექტემბერი / 2017

მედია - ტურნირი ჯომარდობაში

2 მაისს , ფასანაურში ,ლუდსახარში ,,ზედაზენის’’ მხარდაჭერითა და Raft in Georgias-ს ინიციატივით, მედია საშუალებებისათვის მოეწყო შეჯიბრი ჯომარდობაში.
ტურნირში მონაწილწობას სხვადასხვა ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლები იღებდნენ. საკონკურსო მარშრუტი 600 მეტრიან მონაკვეთზე სპეციალურად განთავსებულ 3 კარს მოიცავდა, რომლებიც მონაწილეთა გუნდებს სხეულისა და ნიჩბის შეუხებლად უნდა გაევლოთ.
შეჯიბრში საუკეთესო დრო რადიო “ფორტუნას” გუნდმა აჩვენა და გამარჯვება მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილი კი ტელეკომპანია “იმედმა” და “რუსთავი 2-მა” გაინაწილეს.