საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ 4 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა.
კომპანიამ სტუდენტები, საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია. გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ.
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა
მთავარი / სიახლეები / ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსაგალერეა
04/ნოემბერი / 2017