ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’ დონაციის კვირეული გახსნა
მთავარი / სიახლეები / ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’ დონაციის კვირეული გახსნაგალერეა
06/ნოემბერი / 2017
ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’ დონაციის კვირეული გახსნა
ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’ დონაციის კვირეული გახსნა - ქარხნის თანამშრომლებმა იაშვილის კლინიკაში მწოლიარე ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,14 ივნისს,სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნა დაწესებული 2003 წლიდან,რათა მადლიერება გამოხატულიყო უანგარო დონორებისადმი.
14 ივნისს ყურადღება მახვილდება სისხლის ჩაბარების აუცილებლობაზე,თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ხშირად საბედისწეროც სისხლის კომპონენტის გადასხმა პაციენტისთვის.
კომპანია ,,ზედაზენი’’ უერთდება ამ კეთილშობილურ საქმეს და გვჯერა, რომ ეს იქნება გადამდები.ერთად გადავარჩინოთ მომავალი !