ბოულინგის ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
მთავარი / სიახლეები / ბოულინგის ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისგალერეა
ბოულინგის ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
6 აპრილს "East point"-ში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბოულინგის ტურნირი გაიმართა.
პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ შ.შ.მ. პირებმა და მათმა მეგობრებმა განახორციელეს. ტურნირის მხარდამჭერი იყო თბილისის მერია, ორგანიზატორი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, სპონსორები კი - ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“და „ლილო–მოლი“.
ღონისძიებაში იასპარეზა საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ. ასევე, მონაწილეთა შორის იყვნენ ცნობილი სახეები: ზურაბ მანჯავიძე, ზურაბ ხაჩიძე, ოთო ნემსაძე, ნინო მეუნარგია, მამუკა და გოგა მესხი, მაკო ჯაოშვილი და სხვები.
სულ იასპარეზა 6–მა გუნდმა, აქედან თბილისის მერია წარმოადგინა 2–მა გუნდმა, საიდანაც ერთ–ერთი გახდა ბოულინგის ღია ჩემპიონატის 2016 წლის გამარჯვებული. სწორედ ამ გუნდმა მოიპოვა გარდამავალი თასი. მე-2 ადგილი კომპანია "ზედაზენის" გუნდმა დაიკავა, ხოლო მე-3 ადგილზე სპორტის სამინისტროს გუნდის წევრები გავიდნენ.
გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
პროექტი მიზნად ისახავდა შშმ პირთა აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვენების გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობას.