კომპანია ,,ზედაზენში’’ ნატურალური წვენების ხაზის სამონტაჟო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
მთავარი / სიახლეები / კომპანია ,,ზედაზენში’’ ნატურალური წვენების ხაზის სამონტაჟო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებაგალერეა
კომპანია ,,ზედაზენში’’ ნატურალური წვენების ხაზის სამონტაჟო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ქართულ ბაზარზე (და არამარტო) ძალიან მალე 100%-ით ნატურალური, ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული წვენები გამოჩნდება, რომლებიც წარმოებულია უახლესი ასეპტიკური ტექნოლოგიით.
ასეპტიკური ჩამოსხმა საშუალებას იძლევა, ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული.
მსგავსი ანალოგი არ არსებობს საქართველოს არცერთ მეზობელ ქვეყანაში.
პირველ ეტაპზე სავაჭრო ქსელებში ვაშლის, ფორთოხლი მანდარინით, ალუბალი ვაშლით და მულტიხილის ნექტრები გაიყიდება, 1 ლიტრიან პეტის შეფუთვებში. მომავალში დაგეგმილია ფორთოხლის და ვაშლის 100 % - იანი წვენის, ალუბლის, ანანასის ნექტრის და სხვა ხილისგან დამზადებული მიქსების წარმოება.
აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს და წვენების წარმოება საგურამოში, „ზედაზენის" ქარხანაში მოხდება.