წამახალისებელი გათამაშება ზედაზენი

მთავარი / სიახლეები / წამახალისებელი გათამაშება ზედაზენი

გალერეა

15/ივნისი / 2018

წამახალისებელი გათამაშება ზედაზენი

პირველად კომპანიის ისტორიაში, ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’  მომხარებელს სთავაზობს ზედაზენის ლუდის და ლიმონათის ერთობლივ,  მომენტალურ გრანდიოზულ გათამაშებას.


ლუდი ზედაზენის 1ლ.  2ლ და 2.5 ლიტრიანი ფორმატების, ხოლო ლიმონათის ნებისმიერი არომატის 1 და 2 ლიტრიანი ფორმატების შეძენისას 15 ოქტომბრის ჩათვლით, მომხარებელს აქვს საშუალება მოიგოს: 10 000 ზედაზენის ლუდი 0,5 ფორმატის, 10 000 ცალი ლიმონათი 0,33 ლიტრიანი, 10 ლედ ტელევიზორი, 20 აიფონ X,  300 ყურსასმენი და 10 ცალი 2018 წლის ტოიოტა კოროლა. 


გათამაშება არის მომენტალური, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს პრიზის სიმბოლოს ნახვა შეუძლია გათამაშებაში მონაწილე  ზედაზენის  ლუდის და ლიმონათის სახურავებში.